ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ 
06-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის სწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საგანმანათლებლო უცხოურ პროექტებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი „English Project TV SHOW Englishin Practice-ის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში - Education in USA/UK/Georgia, ინგლისური ენის პედაგოგ ია ბლაგიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

პროექტში სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს, ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს და საჭირო გასმოცდილებაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მსგავს პროექტებში ჩართვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203