ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე ინფორმაციული შეხვედრით აღინიშნა 
06-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა, მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობით შეუერთდა. 

სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რომელსაც IX-X - XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მედიაწიგნიერების მიმართულებით გადამზადებულმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - თეიმურაზ მოქიამ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია - ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების, შესახებ.

მოსწავლეებმა წარადგინეს არგუმენტირებული ესეები თემაზე - „სიმართლის არსი და მისი აღმოჩენის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისთვის'“, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ასევე კინოს - „მარტო სახლში“, ჩვენება მოეწყო.. 

შეხვედრაზე, ასევე ჩატარდა ტესტური გამოკითხვა-როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციისგან.

დღის ბოლოს კი, შეხვედრა შეაჯამა სკოლის დირექტორმა - ანა გედევანოვმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203