„ვიმოგზაუროთ სპორტულ სამყაროში“ - საინტერესო პრეზენტაცია ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში 
06-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, თემაზე - „ვიმოგზაუროთ სპორტულ სამყაროში“. 

შეხვედრა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, IV  კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს, რომელსაც პედაგოგი - ლინდა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, ისაუბრეს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტისადმი სიყვარულზე. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესისკენ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203