თხინვალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „შეაბიჯეს“
06-11-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. 

მოსწავლეებს ეს დღე პედაგოგმა ხათუნა სვანიძემ ნამდვილ დღესასწაულად უქცია. მათ სხვადასხვა თემატური აქტივობა შესთავაზა, დედაენის შესახებ ესაუბრა და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვა.

პირველკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატრეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, პირველი ასო-ბგერები წაიკითხეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. 

„ქართული ანბანი ბულბულის სტვენაა,
ქართული ანბანი ალმასთა ცვენაა
ქართული გალობა,ლოცვა და რწმენა
ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა",- ეს ლექსი ლაიტმოტივად გასდევდა სასკოლო აქტივობებს. 
 
„დიდი მადლობა პედაგოგებს: ხათუნა სვანიძეს და ლანა ბაღიშვილს, ლამაზი დღის ჩუქებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203