დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ალექსანდრე კაზეიშვილმა და ანასტასია შენგელიამ „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს 
06-11-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ალექსანდრე კაზეიშვილმა და ანასტასია შენგელიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზეც გადავიდნენ და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203