„გაიცანი შენი ქვეყნის კუთხეები“ - გურკელის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო სასწავლო პროექტი
08-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის პროექტი იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შესწავლისას სასწავლო პროექტი „გაიცანი შენი ქვეყნის კუთხეები“ განახორციელეს. მათ სხვადასხვა კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციები და მისთვის დამახასიათებელი ყველა ეთნოგრაფიული მასალა მოიძიეს.

მეექვსეკლასელები აღნიშნულ კუთხეთა ადათ-წესებს, ტრადიციებს უფრო ახლოს გაეცნენ და მიღებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. 

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე მათ ასევე ქართული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. მათი დახმარებით, ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ღირებულებებს უკეთ ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203