„პატარა ქვეყნის დიდი ბრძენკაცი“- გურკელის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნლოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც იაკობ გოგებაშვილის იუბილე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა. მოსწავლეებმა ღონისძიება - „პატარა ქვეყნის დიდი ბრძენკაცი“ გამართეს.
მათ მასწავლებლების - ნინო მაისურაძისა და ნათია ზაზაძის დახმარებით, დედაენის წიგნი დაამზადეს. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: