ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „21-ე საუკუნის“ წევრები ფარმაცევტული საქმიანობისა და მედიკამენტების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ 
06-11-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გასვლით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან და ცოდნას იმაღლებენ.

ამჯერად, კლუბის წევრები, ქიმიის პედაგოგ ცისანა ქოქოსაძის ხელმძღვანელობით, ქალაქის ერთ-ერთ აფთიაქს ესტუმრნენ.

ბავშვები აფთიაქში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ფარმაცევტისგან ​სხვადასხვა მედიკამენტის, მისი დანიშნულების შესახებ ​საინტერესო ინფორმაციები შეიტყვეს. 

ამ დღეს საინტერესო კითხვები დაისვა, რომლებსაც ამომწურავი პასუხები გაეცა.

მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203