„მე მიყვარს ბიბლიოთეკა“ - ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური პროექტი ხორციელდება
08-11-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში ინტელექტუალური პროექტი - „მე მიყვარს ბიბლიოთეკა“ დაიწყო, რომელიც ემსახურება სწორედ ამ მიზანს - შეაყვაროს ბავშვებს წიგნი.
„წიგნი ჩემი მეგობარია“ - ამ შემართებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. წიგნიერების სამყაროში მერეკლასელებმა იმოგზაურეს, მათ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა უმასპინძლა.
„საინტერესო მოგზაურობა გველოდება ცოდნის სამყაროში სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მანანა ცეცხლაძემ ბავშვებს დაათვალიერებინა სკოლის ბიბლიოთეკა, მყუდრო გარემო და აუხსნა თუ რატომ დგას ბიბლიოთეკისა და წიგნის კითხვის აუცილებლობაა დღეს - ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. აქვე დასახეს პატარებმა დევიზი - „წიგნი შეუცვლელია და მას კომპიუტერი, ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს!“,- გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეები მასპინძლეს გულმოდგინედ უსმენდნენ და კითხვებს სვამდნენ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. წიგნის გამოწერის და კითხვის სურვილი ყველას გაუჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები, დირექტორის - მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203