სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის იუბილე და მასწავლებლის ეროვნული დღე იზეიმეს
06-11-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, I დ კლასში, დამრიგებელ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას გაეცნენ, უყურეს დოკუმენტურ ფილმს და დიდი ქართველი მწერლის ხმა მოისმინეს. გარდა ამისა, პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშილის მოთხრობების პერსონაჟები დახატეს და გააფერადეს. მათ იმღერეს, ლექსები და ამონარიდებიც წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„მოსწავლეები მოესიყვარულენ როგორც იაკობ გოგებაშვილის, ასევე მასწავლებლებსაც. კიდევ ერთი საინტერესო, შემეცნებითი და დაუვიწყარი ფურცელი ჩაიწერა პირველკლასელთა ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს