ოქტომბრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ საპენსიო ჯილდოზე გასულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც რესურსცენტრის წარმომადგენლები და საპენსიო ჯილდოზე გასული მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ჯილდოზე გასულ პედაგოგებს, მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლები კიდევ ერთხელ დააფასა.
„საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლების დღის თარიღად 27 ოქტომბერი - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს ბუბბული შერვაშიძეს გაწეული შრომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: