სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
06-11-2023
მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

კონკურის პირველ ეტაპში შემდეგი 4 მოსწავლე მონაწილეობდა:

  • ალექსანდრე ბურჭულაძე - IX კლასი;
  • ნიკოლოზ ბაზიარი - IX კლასი;
  • მათე სეხნიაშვილი - VIII კლასი;
  • დემეტრე ჟღენტი - VIII კლასი. 
ყველა მათგანმა „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურა. მათგან მეორე ეტაპზე მათე სეხნიაშვილი გადავიდა, რომელსაც „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203