ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
06-11-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

ამის დასტური კი, ერთ-ერთი კომპლექსური დავალება გახლდათ, რომელზეც მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლისა და მათემატიკის მასწავლებლის - ნ.ირემაძის ხელმძღვანელობით, იმუშავეს. 

კომპლექსური სამუშაოს თემა - „მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყანა და ინტერნეტიზაცია“, გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები და პრეზენტაცია მოამზადეს, რომელიც კლასის წინაშე წარადგინეს და განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს დასახელებული ჰქონდათ მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ათი ქვეყანა. სურვილის მიხედვით არჩიეს სამი ქვეყნა, რომელის მოსახლეობის რაოდენობაზეც, ვრცლად ისაუბრეს. 

ასევე, ბავშვებმა გაიხსენეს მრავალნიშნა რიცხვების შედარების, დამრგვალების და შეკრება -გამოკლების წესები.

მოსწავლეებმა ამომწურავად გასცეს პასუხები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.

ბოლოს კი, ერთ-ერთმა მოსწავლემ, ბ.ჯანელიძემ PowerPoint შესრულებული კომპლექსური სამუშაო წარადგინა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203