
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში.
მოსწავლეები, შემდეგ აქტივობებში მონაწილეობდნენ: დადიანების მუზეუმში, ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში - „გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“ და „დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია“.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდათ ექსკურსია და მუზეუმში გაეცნენ დადიანების უნიკალურ კოლექციას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამა - „გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარის“ საშუალებით, მონაწილეებს სალექციო ფორმატში საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ, როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები ასევე გაეცნენ დადიანების ევროპული ბაღის შექმნის ისტორიას, გაიმართა დისკუსია ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემებზე ნარჩენების შემცირებასა და მართვაზე პრობლენის გადაჭრის გზებზე.
იხილეთ ფოტოები: