ოროჯალარის საჯარო სკოლაში საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო 
06-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის შთამბეჭდავ სამყაროში შეაბიჯეს. 

მოსწავლეებმა, მშობლიური ენის ასო-ბგერების შესწავლა, ამაღლებული განწყობით, გაორმაგებული ენთუზიაზმითა და საზეიმო შემართებით დაიწყეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე პირველკლასელებისთვის დაუვიწყარი გახადა მასწავლებელმა - სვეტლანა თაზაიანმა.

სკოლაში ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსწავლეებს წარმატება უსურვეს. 

„ანბანის გახსნის მთავარი სათქმელი არამარტო ასოების სწავლის მნიშვნელობა იყო, არამედ მშვიდობა მთელ მსოფლიოში“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203