გრემის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელისაბედ მეგუთნიშვილმა „ეტალონის“ ოქროს სიგელი მოიპოვა
06-11-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებით ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპზე 4 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ერთი - IX კლასის მოსწავლე ელისაბედ მეგუთნიშვილი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203