შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
06-11-2023
დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
კონკურსის პირველ ეტაპში 7 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 - დალი აღნიაშვილი (მე-10 კლასი), ნიკოლოზ ჩოდრიშვილი (მე-8 კლასი) და გიორგი ასაბაშვილი (მე-8 კლასი) მეორე ეტაპზე გადავიდა.
ისინი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203