ჯვარისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყეს 
06-11-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

მათ, ეს დღე პედაგოგმა, შორენა გიორგაძემ დღესასწაულად უქცია: მოსწავლეებმა პირველი ასო-ბგერები „ა“ და „ი“ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით გაიცნეს. ბავშვები დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ ახალ ასო-ბგერებს და თავადაც მონდომებით ცდილობდნენ მათ მოხაზვას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „პატარები ზღაპრის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ პერსონაჟების ნახვამ განსაკუთრებით გაახალისა“; მასწავლებელი შეეცადა დაუვიწყარი ყოფილიყო ეს დღე პირველკლასელებისთვის, რაც გამოუვიდა კიდეც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203