განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგი - ნათია მახარაძე მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მახარაძეა. მისი ხელმძღვანელობით, მასწავლებლებს არერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ხელვაჩაურის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა, სადაც ნათია მახარაძე დააჯილდოეს.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, დირექტორი ლამარა კოხრეიძე კი ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ ქალბატონ ნათიას, ვუსურვებთ წინსვლასა და ბედნიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: