„მათემატიკის განვითარების ისტორია და დამტკიცებები“ - საინტერესო პროექტი წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში 
06-11-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე - „მათემატიკის განვითარების ისტორია და დამტკიცებები“, იმუშავეს. 

პროექტი მათემატიკაში განხორციელდა და მისი მიზანია - მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა-დასაბუთებისთვის ზოგიერთი ხერხის გამოყენება, მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მონაცემთა ანალიზის და დასკვნების ჩამოყალიბება. 

პროექტის წარმატებით განხორციელებაზე კი, სწორედ დასახული მიზნებს მიღწევა მეტყველებს, რომლებსაც მოსწავლეებმა თავი ძალიან კარგად გაართვეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი - მედეა მოდებაძე, საგნის მასწავლებელი კი -  მანანა მამარდაშვილი, გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203