
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, შემოდგომისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძება გაიმართა.
ღონისძიებაში, დიდი სიხარულით, ამაღლებული განწყობითა და ენთუზიაზმით, მე-2 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ და დღე პოზიტიურად გაატარეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, წელიწადის ამ სეზონის საქმიანობებზე ისაუბრეს, ქართული ტრადიციები და კულტურა განიხილეს, სამახსოვროდ კი ჩურჩხელებიც ამოავლეს.
ოქროსფერში მორთული კლასი, ხალისიანი მოსწავლეები და შემოდგომის მოტივები - ასეთი იყო საშემოდგომო დღესასწაული ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: