გუდაურის საჯარო სკოლაში კლასგარეშე კითხვის დღე გაიმართა
16-05-2018
გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში კლასგარეშე კითხვის დღე გაიმართა.
გაკვეთილს მასწავლებელი ნაირა აფციაური უძღვებოდა.
მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს, შემდეგ კი აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს.
მათ ასევე პერსონაჟები დაახასიათეს, შესაბამისი ანდაზები გაიხსენეს და ნახატები შექმნეს.
მონაწილეებმა მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული „მსმენელის ბარათები“ შეავსეს და მხატვრულ კითხვაში გამარჯვებული ფარული გამოკითხვით გამოავლინეს. მას მადლობის ბარათი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს