შთამბეჭდავი პროექტები და დიადი მიზნები - ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს 
06-11-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, აქტიურად ახორციელებენ სხვადსხვა პროექტს, აქვთ საინტერესო ინიციატივები და რაც მთავარია, წინ დიადი გეგმებით მიიწევენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებისათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს პროექტების შექმნა, თუმცა მათთვის ყოველი ახალი წამოწყება, ახალი გამოწვევაა - წარმატებულად და შედეგიანად დაძლიონ ის. 

ამის დასტური კი, X კლასის მოსწავლეებიც გახლავთ, ხელოვნების პედაგოგ - მაია ფხაკაძესთან ერთად, თავიანთი საინტერესო, შემოქმედებითი პროექტით. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს, შემდეგ კი სასკოლო სივრცეში განათავსეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

 „ძველის და ახალის ტანდემი, რაც ერთ საქმეს ემსახურება ულამაზესი გამოვიდა. ახლა კვლევა, ვიდეორგოლი და პრეზენტაცია გველოდება. კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა დაგვრჩა სემესტრის ბოლომდე“,-  აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სემესტრის ბოლომდე კიდევ მრავალია გასაკეთებელი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203