„ქიმია ჩვენს ირგვლივ“- სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
06-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები კი სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებუსმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტის თანამშრომლები და სტუდენტები „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას“ ეწვივნენ, სადაც სტუმრის სტატუსით, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მიიწვიეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის - „ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში, მოსწავლეებთან საინტერესო და სახალისო ქიმიური დღესასწაული გაიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა ქიმიურ ექსპერიმენტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და ავტორებს, მოსწავლეების ასე დაინტერესებისათვის და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203