
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „შეაბიჯეს“. დამრიგებელმა მაია ბურდულმა „აი იას“ შესწავლას მრავალი აქტივობა მიუძღვნა: მოსწავლეებმა თიხით გამოძერწეს ია; იის ილუსტრაცია ფერადი ფანქრებით გააფერადეს, გუაშების გამოყენებით კი მინდვრის ია დახატეს.
ანბანის შემობრძანების ზეიმი სკოლის ეზოშიც გაგრძელდა, მოსწავლეებმა შესწავლილი ლექსები ზეპირად წარმოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„გზად ია-ვარდი დაფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“, - ასე ფუსფუსით და მხიარულად შევაბიჯეთ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში და წინ უამრავი საინტერესო ამბავი გველოდება. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ქვიშაში ასო-ბგერა „ი“-სა და „ა“-ს წერის შესასწავლად. ეს აქტივობა მათი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და დახვეწას უწყობს ხელს.
ჩემი აქტივობის მიზანი იყო გამეგო ბავშვები მიცემული ინსტრუქციით როგორ გაართმევდნენ თავს დავალებას. მათი აღფრთოვანება გამოიწვია ქვიშაში ხატვამ და წერამ“- ამბობს მასწავლებელი მაია ბურდული.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: