ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. სამზადისში მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები დიდი შემართებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ემოციებით სავსე დღემ ადმინისტრაციის, მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეების ხალისითა და გულმოდგინე ჩართულობით, ჩაიარა. მათ ერთად მოამზადეს ხინკალი, თათარა და ჩურჩხელები ამოავლიეს.
გარდა ამისა, საშემოდგომო გამოფენა გაიმართა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მადლობა გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზ გობაძეს თავისი წვლილის შეტანისთვის და ამ დღის გალამაზებისთვის. ასევე მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს ძალისხმევისა და ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: