პტენის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - ანა მერაბიშვილმა საერთაშორისო ასოციაციის წარმატებული წევრობის დასტურად, სერტიფიკატი დაიმსახურა
06-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი ანა მერაბიშვილია. ის „ქი ქონსთალთინგის“ მხარდაჭერით შექმნილი გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის აქტიური და წარმატებული წევრია. ამის დასტურად კი სერტიფიკატი გადაეცა. 

სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია წარმოადგენს განათლების სფეროს პროფესიონალთა გაერთიანებას საერთაშორისო მასშტაბით. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203