გურკელის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ვარიანში ექსკურსიით დაგვირგვინდა 
06-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისად აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც იაკობ გოგებაშვილის იუბილე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული მოეწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღნიშნული კვირეული ვარიანში დაიხურა, სადაც მოსწავლეებმა გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მონახულეს. გარდა ამისა, ისინი გორიჯვარს, უფლისციხესა და ატენის სიონს ეწვივნენ. 

გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203