ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზეც გადავიდნენ და ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: