„ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება“- ბენარის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
06-11-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პედაგოგმა, სვეტლანა ბოჩიკაშვილმა, მე-6 კლასის მოსწავლეებთან პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება“, განახორციელა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მეექვსეკლასელებმა ცოდნა გაიღრმავეს და გაიგეს, როგორ ამოიცნონ ვადაგასული პროდუქცია.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტი უახლოეს მარკეტში ვიზიტით დასრულდა, სადაც მოსწავლეები იმპორტულ პროდუქციასა და ადგილობრივი საწარმოების ნახევარ ფაბრიკატებს გაეცნენ.