თანატოლგანმანათლებლობა წყალტუბოს N1 სკოლაში - მეათეკლასელებმა საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს
06-11-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას  მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში პროექტის - „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში მორიგი აქტივობა - თანატოლგანმანათლებლობა ჩატარდა.

X კლასის მოსწავლეებმა - ანა ფანცხავამ, მათე იობიძემ, ჯინა ჩავჩიძემ და ანა ირემაძემ, რომელთა მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი კი ლელა მანდარია გახლავთ, საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს საბაზო საფეხურის VII-VIII-IX კლასებში.

საპრეზენტაციო თემამ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რაზეც ბავშვების აქტიური ჩართულობა მეტყველებდა.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203