„საშემოდგომო კვირეული - შემოდგომის სიმფონია“ - საინტერესო პროექტი არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგმა, მაია მნათობიშვილმა სადამრიგებლო III კლასში პროექტი - „საშემოდგომო კვირეული - შემოდგომის სიმფონია“ განახორციელა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ამავე კლასის ინგლისური ენის პედაგოგი სოფიკო კობაიძე. მან მოსწავლეებს მინი წვეულება - „წვეულება ჩაიზე“ შესთავაზა.
აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ელზა ქავთარაძემ მოსწავლეებთან ერთად აქტივობა „გორგომიჭელა“ განახორციელა.
„შემოდგომის სიმფონიამ“ კი ლამაზად შემოაბიჯა დასკვნით ნაწილში, რამაც მოსწავლეებში დიდი მხიარულება და სასიამოვნო ემოცია გამოიწვია“, - გვიყვებიან სკოლაში.
ზეიმი მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული, რომლებიც ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს.
ღონისძიების ორგანიზებასა და საშემოდგომო გარემოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის „შემოდგომის კვირეულის“ ორგანიზატორებს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალი ღონისძიების განხორციელებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: