ყვარლის N2 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
06-11-2023

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, სადაც სხვადასხვა ფერადი, სეზონური ხილი განალაგეს.

მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს და ფესტივალზე წარადგინეს, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203