ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
07-11-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებელმა, ანა ანდრიაშვილმა მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან განახორციელა მრავალფეროვანი აქტივობები - ლოზუნგით - „იყავი მედიაწიგნიერი“. მასწავლებელმა მოსწავლეებს, ცნობიერების ამღლების მიზნით, წარმოუდგინა ანიმაციები. მოსწავლეებმა ითამაშეს Kahoot მედიაწიგნიერების თემაზე.

გარდა ამისა, თანატოლგანმანათლებლებმა - ნინო კონჭოშვილმა და ნინი დოლმაზაშვილმა წარმოადგენს საინტერესო პრეზენტაცია და ქვიზი.


სკოლაში ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლე გამოვლინდა და დაჯილდოვდა. აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწვალეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ და დიდი ინტერესი გამოავლინეს.

„მადლობა, სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავს ხელოვნების მასწავლებელი.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203