საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები დეკორატიული მცენარეების სანერგეს ესტუმრნენ
06-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები საქართველოს ფლორისა და ფაუნის შესწავლას დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ.

მათი ინტერესი მწვანე საფარისა და ეკოლოგიური საკითხების მიმართ დიდია. სწორედ ამიტომ, პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი გასვლით ღონისძიებებში, რაც ითვალისწინებს მოსწავლეების მხრიდან მცენარეების დარგვას, მოვლას და ზოგადად მიწასთან მუშაობის მნიშვნელობას ადამიანისთვის.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მარი ჭიტაძემ​ მე-2 კლასის მოსწავლეებს დაათვალიერებინა დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენიას“ შესანიშნავი გარემო.

მეორეკლასელებმა მწვანე სახელოსნოში ქოთნები მოხატეს, გაცრეს და შეაზავეს მიწა, თიხის ქოთნებში საკუთარი ხელით დარგეს მცენარე, ისწავლეს როგორ უნდა მოუარონ მას.

ბავშვებმა, აღნიშნული აქტივობების მეშვეობით, ცოდნა აიმაღლეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში გამოადგებათ.

ეს დღე მათთვის იმდენად დასამახსოვრებელი, საინტერესო და ინფორმაციული იყო, რომ შეიძინეს ახალი ჰობი - ყვავილების დარგვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203