ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, კონკურსი - „ჭადრაკი გონიერთა შორის“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში II-XI კლასის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შედეგად კი, I,II,III ადგილის მფლობელი მოსწავლეები გამოვლინდნენ. ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი - მიმოზა ბიგვავა უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: