ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრად დელფინარიუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, გარემო დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და ნანახით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: