„ვხატავ მასწავლებელს“- დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამოფენით აღინიშნა
06-11-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, გამოფენა - „ვხატავ მასწავლებელს“ გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნახატები დიდი მონდომებითა და სიყვარულით შექმნეს. მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, პატივისცემა დაუდასტურეს და ეს მნიშვნელოვანი დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. 

მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203