დაბა ასპინძის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. აღსანიშნავია, რომ სკოლამ სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. 27 ოქტომბერს კი, როგორც ლიდერ სკოლას ტექნიკა: ლეპტოპი, პროექტორი და პრინტერი გადაეცა.
გარდა ამისა, სკოლა მონაწილეობდა ლიდერი სკოლების ფორუმში. სკოლის თვითმართველობის წევრებმა ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება, მოსწავლეთა სკოლის თვითმართველობის საქმიანობის და სკოლის დემოკრატიულ მართვაში სასკოლო საზოგადოების საქმიანობის სხვა წევრების მონაწილეობის შესახებ.
„სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამას და მის მხარდამჭერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას, ახალციხის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა სუდაძეს“,- ამბობენ სკოლაში.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH international-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტოები: