„იაკობი ბრძენკაცი“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „იაკობი ბრძენკაცი“, ჩატარდა.
კვირეულში I-IV კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან ბიოგრაფიულ ცნობებზე ისაუბრეს, წაიკითხეს მისი ნაწარმოებები, მოაწყვეს კალიგრაფიული კონკურსი და ეპიზოდები საყვარელი მოთხრობებიდან გაითამაშეს.
აღნიშნული კვირეულის მიზანი იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების უკეთ გაცნობა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება იყო.
იხილეთ ფოტოები: