ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში
06-11-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივრებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლა პირველ კლასში სიახლეა, დაწყებითი კლასის პედაგოგმა - ფიქრია ფირცხელავა-ჯოჯუამ პატარა მოსწავლეები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „ამოგზაურა“. მან პირველკლასელებს ეს მნიშვნელოვანი დღე გაულამაზა და ეცადა, რომ მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
აღსანიშნავია, რომ კლასიც შესაბამისად - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. პირველკლასელები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და სწავლას ხალისით შეუდგნენ.
„ქართული ანბანი დიდი ზარ-ზეიმით შემოაბრძანეს პირველკლასელთათვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს