აფხაზეთის N14 სკოლის მეშვიდეკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის „ჩრდილების თეატრი“ მოაწყვეს
06-11-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლის - შორენა ბერიშვილის ხელმძღვანელობით, „ჩრდილების თეატრი“ გამართეს. მისი მაყურებლები დაწყებითი კლასის მოსწავლეები იყვნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, პატარებმა ემოციები ვერ დამალეს და მეშვიდეკლასელები ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვეს. შემდეგ კი, ღონისძიება პირველკლასელებმა ლექსებითა და ცეკვებით გაალამაზეს.

„დიდი მადლობა მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და მე-7 კლასის მოსწავლეებს: გიორგი დუმბაძეს, ომარი კვიტიას, მეგი წულაიას, ელიზაბედ ესართიას და მონიკა ცქვიტარიას. მადლობა, მოსწავლეებო, ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის, კიდევ ველით თქვენგან მეტ ასეთ საინტერესო აქტივობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203