„ჩვენ მწერლები ვართ“ - თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მწერალმა ვორქშოფი ჩაატარა
06-11-2023
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ირმა მალანიამ აქტივობა - „ჩვენ მწერლები ვართ“ გამართა, რის ფარგლებშიც, თანამედროვე ქართველი მწერალი, ირმა მალაციძე მიიწვია. მან მოსწავლეებთან ვორქშოფი ჩაატარა იმის შესახებ, თუ როგორ შეექმნათ მოთხრობა ან ზღაპარი.

მოსწავლეებმა ტექსტი დაწერეს, გაითვალისწინეს მწერლის რეკომენდაციები და რჩევები, შემდეგ კი, მასწავლებელთან ერთად, დაარედაქტირეს, წიგნები შექმნეს და ილუსტრაციებით გააფორმეს. აქტივობებში ყველა მათგანი უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათთვის აღნიშნული ვორქშოპი საინტერესო გამოცდილება იყო. 

პედაგოგი ირმა მალანია მოსწავლეებს ქართულს, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლის. ეს აქტივობა კი ქართულს ეხებოდა. 

„ჩვენ მწერლები ვართ“ - ირმა მალაციძესთან ერთად. მართლა მწერლები იყვნენ ჩემი ბავშვები, ისინი ძალიან საინტერესო მოთხრობებისა და ზღაპრების ავტორები გახდნენ, შესანიშნავი ილუსტრაციებიც შექმნეს. დიდი მადლობა ამისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203