ჭიათურის N2 სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ასმათ მუმლაძე კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
07-11-2023
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.
ისინი სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში აქტიურად არიან ჩართული. როგორც სკოლაში ამბობენ, დაწყებითი კლასების პედაგოგები პირველი „ჯიპრაიდელები“ არიან და 2011 წლიდან მოყოლებული აქტიურად არიან ჩართულნი დაწყებით საფეხურზე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაში.
ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ასმათ მუმლაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაზისო განათლების პროგრამისა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებულ კონფერენციაზე - „XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“, წარდგა.
მისი საპრეზენტაციო თემა იყო „კომპლექსური დავალების მოდიფიცირება, მორგება საკლასო სივრცეზე და განხორციელება“, პრიორიტეტული მიმართულება ინოვაციური სწავლება იყო.
„პედაგოგი წლების განმავლობაში საკუთარ ცოდნას ჩინებულად უხამებს პროექტ, G-PRIED-იდან მიღებულ გამოცდილებას, რომელიც მისი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის საწინდარია. ასმათ მასწავლებელმა ახლებური სწავლების საკუთარი მიდგომები გაუზიარა კოლეგებს. კერძოდ, თუ როგორ ახერხებს სწავლა-სწავლების ორიენტირებას გრძელვადიან მიზნებზე და ამ პროცესის დაფუძნებას კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე. მის მოხსენებას აუდიტორიის დიდი მოწონება ხვდა წილად.
სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით განახორციელეს G-PriEd-ული ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაც და დღეს საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 5 ლიდერ მასწავლებელთან ერთად, ამკვიდრებენ ახალი სკოლის მოდელს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს. წლების განმავლობაში მონაწილეობენ კონკურსებსა თუ კონფერენციებში“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203