„ჯანსაღი ცხოვრება“- აფხაზეთის N14 სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
06-11-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ. სკოლაში აქტივობა - „ჯანსაღი ცხოვრება“, ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის - რუსუდან შონიას და დაწყებითი კლასის მასწავლებლის - თეა მაქაცარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„ღონისძიება იყო ძალიან სახალისო და ლამაზი. მადლობა პედაგოგებს ამ ლამაზი კვირეულისთვის“,- ამბობს სკოლის დირექტორის მ/შ ნატო ესართია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203