
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან, ჩხუტელის საჯარო სკოლაში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ეტაპი ჩატარდა, რომლის მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოზარდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმალური მეთოდებით მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებაა.
თამაში ორ გუნდს შორის საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: