
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.
შავღელეს საჯარო სკოლაში ხელოვნებაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა ინტეგრირებული ღონისძიება - „შემოდგომის ნობათი“. ასევე, მოეწყო ნახატების გამოფენა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, დასახელდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.
ნახატების მიხედვით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეოთხე და მერვე კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც წარმოადგინეს ნახატი - „ქალი შემოდგომა“.
ნახატების ძირითადი თემა იყო - „შემოდგომის პეიზაჟი“. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ფატი პაიჭაძე და ხათუნა ქამადაძე.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.
იხილეთ ფოტოები: