ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე გრანდიოზული ღონისძიებით მიულოცეს
06-11-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სკოლის ეზოში, იცეკვეს, იმღერეს, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და პედაგოგებს ასე მიულოცეს მასწავლებლის ეროვნული დღე.
მოსწავლეებმა ასევე პედაგოგების ღვაწლი, შრომა აღნიშნეს და მათ მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექტორი შორენა შამათავა ამ დღის გალამაზებისთვის მშობლებს მადლობას უხდის.
„მშობლებმა - ბაია ნაჭყებიამ და ჯინა აფაქიძემ შესანიშნავი სიურპრიზი მოგვიწყვეს და მოგვილოცეს მასწავლებლის დღე გრანდიოზულად, რომელიც იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა“.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშილის დაბასდების დღეს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203