ნოქალაქევის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
06-11-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა. 

სკოლაში ახარებთ, რომ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდნენ და ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ ახალი სტანდარტით გაიარა ავტორიზაცია, შესაბამისად ავტორიზაციის ვადა 9 წელს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203