მანდაეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა 
06-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, მანდაეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი, გუნდები დაყოფილნი იყვნენ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი გუნდურ შეჯიბრში. თამაში ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდებიც. 

სკოლაში მათ გამარჯვებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203